ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება და აკრიტიკებს საქართველოში ტროტუარზე პროტესტისთვის დემონსტრანტების დაპატიმრებას
„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, – განაცხადა მან 23 იანვარს, „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხად.
„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსოლუტურად შეუთავსებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო ორ დღეში არაერთ დემონსტრანტი გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში:
- ნურკი კაკულია – 4-დღიანი პატიმრობა;
- სანდრო მეგრელიშვილი – 4-დღიანი პატიმრობა;
- დიმიტრი ჯამბურია – 4-დღიანი პატიმრობა;
- ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი – 5-დღიანი პატიმრობა
- მიშა ზაქარეიშვილი – 5-დღიანი პატიმრობა;
- დემონსტრანტი ანი ახმეტელი, ნათია ჭავჭანიძე და რეზი დუმბაძე სამართალდამრღვევებად ცნეს, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნები გამოუცხადეს.








