„ანასეული“ – თქმულება “ანას შესახებ“
.
„კვირაობით და თვეობით ცხოვრობდნენ ანასეულის ტყეში ფირალები, როგორების იყვნენ დარჩიაშვილი, მეხუზლა, მამულაიშვილი, შევარდნაძე და სილმაზითა და ვაჟკაცობით განთქმული მიქელაიშვილი.“
.
„ფირალები აშენებდნენ სახელდახელო კარავს ანასეულის ტყეში, ცეცხლს გააჩაღებდნენ და ცხოვრობდნენ. სანოვაგე მათთვის მოჰქონდათ შინაურებს და ახლო-მახლო სოფლებში მცხოვრებ გლეხებს.
.
მამულაიშვილთან ხშირად მოდიოდა მისი ახალგაზრდა ცოლი, აფხაზი ქალი ბედაური ცხენით; მოუვლიდა იგი ოჩხამურიდან. მოაგდებდა ცხენს კარავთან, გადმოიღებდა სანოვაგით სავსე ხურჯინს და სამფეხა საკიდელზე ჩამოკიდებულ „ჩახანაში“ აკეთებდა კერძს.
.
ფირალები ხშირად იგონებდნენ ხალხურ თქმულებებს და პირველ რიგში თქმულებას ანას შესახებ.
.
– მადლობა ანას, რომ მისი მადლიანი ნაფუძარი გვიცავს, მეფის მთავრობისგან.- იტყოდნენ ხოლმე ღიმილით.
.
– გამიგონია, თქვა ერთხელ მამულაიშვილმა. – თემურ ლენგის შემოსევის დროს, მთელი წყალგაღმა ქალაქები და სოფლები, რომ გადაუწვიათ. აუარებელი ხალხი შეიხიზნა ანამ თავის მამულშიო, ისე გაამაგრა თურმე თავისი ციხე და თვითონ შეიარაღებული ანაც ისე ვეხფვივით იბრძოდა, რომ თემურ ლენგმაც ვერ გაბედა ანასეულზე ამოსვლაო.“
.
ფრაგმენტები ნინო ნაკაშიძის მოთხრობიდან „ანასეული“ (გამოქვეყნებულია 1949 წელს; ნახატი გაიოზ ფოცხიშვილის, ერთვის მოთხრობას, რედაქტირებულ-გაფერადებულია AI)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








