გურიის მოამბე

14 წელია, ამ ქვეყანას მთავარი ქურდი – ბიძინა ივანიშვილი მართავს – ხატია დეკანოიძე

14 წელია, ამ ქვეყანას მთავარი ქურდი – ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელმაც ამ ქვეყანას 400 მილიონი მოპარა, – ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, მთელი რეჟიმი არის ქურდული რეჟიმი და არიან ქურდები, რომლებიც სახელმწიფოდან მილიონებს იპარავენ.

,,14 წელია, ამ ქვეყანას მთავარი ქურდი, – ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელმაც ამ ქვეყანას 400 მილიონი მოპარა. შემდეგ ქურდები, რომლებიც თურმე მილიონებს იპარავენ სახელმწიფოდან – ბავშვებს პარავენ, რეანიმობილების ფულს იპარავენ, ამიტომ ადამიანები კვდებიან, ამაზე მერე ბოდიშს არავინ იხდის. მერე შეიძლება მოზარდი ჩავარდეს ჭაში და მას დენმა დაარტყას, რადგან სადენები და ელექტროენერგია, კორუფციის გამო, კარგად არ გაიყვანეს, ამაზე მერმა პასუხი არ აგოს.  ეს ყველაფერი არის ბურუსი, რომელშიც პროპაგანდით ამყოფებენ ადამიანებს. მთელი რეჟიმი არის ქურდული რეჟიმი” – განაცხადა დეკანოიძემ. 

მისივე თქმით, ღარიბაშვილ -ლილუაშვილის და ასევე ყველა ამ ადამიანის ჩაყრა ციხეში იმიტომ კი არ ხდება, რომ კორუფციის თემაა, არამედ იმიტომ რომ ივანშვილმა ან იეჭვიანა, ან ფული მოუნდათ, ან პარტიის “ობშიაკში“ ფულია შესატანი.

,,ეს არის თავიდან ბოლომდე კლეპტოკრატიული, ქურდული რეჟიმი, მმართველობის ასეთი სტილი ივანიშვილის რატომ აქვს? იმიტომ რომ 90-იან წლებში მან ასე იშოვა” – დასძინა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights