გურიის კათოლიკე ეპისკოპოსები
.
მიხეილ თამარაშვილი თავის თხზულებაში საუბრობს მართლმადიდებლობა დატოვებულ და კათოლიკობა მიღებულ ანტიოქიის კათალიკოს მაკარიოსზე, რომლიც საქართველოში 1664-1665 წლებში ყოფილა – “დაწვრილებით არ ვიცით, ამ პატრიარქმა საქართველოში რა ჰქმნა. ხოლო. ის კი ცხადია, რომ გურიაში განაწესა ეპისკოპოსები, რომლებიც იმასავით კათოლიკები იყვნენ. ამას გვიჩვენებს შემდეგი გარემოება: 1667 წ. რომაში მივიდა სკანითელი (Scanitelii) ეპისკოპოსი სიმეონ, რომელიც ნაკურთხი იყო გურიაში გედეონ საკეთელი (Sakseti) მთავარ ეპისკოპოსისაგან. „ამ ეპისკოპოსზედ რომიდგან საქართველოში მყოფ კაფუცინებს მოსთხოვეს ცნობები ამათაც აცნობეს:
.
„ზემოხსენებულ ეკკლესიას ბერძნულად. ეწოდების ისკანი. ხოლო მისი საზოგადო სახელი ქართულად არის ისკანეთელი და იპოება გურიას, საქართველოს პროვინციაში. ხსენებულ ეკკლესიაში ეპისკოპოსებს ნიშნავს თვით მთავარი. გურიელის უფრო ერთგული ეს ეპისკოპოსები არიან და ითვლებიან სხვა ყველა იმ ქვეყნის უკეთეს კათოლიკებად და უკლებლივ მიდიან ხოლმე იერუსალემს მოსალოსავად. გედეონ არქიეპისკოპოსია საკსეთისა (აკდისა), რომელიც გურიაშია. ის როგორც კათოლიკე განწესებულია ანტიოქელი პატრიარქისაგან. ხსენებული მაკარიოზ ანტიოქიის პატრიარქი დარჩა მორწმუნედ და ძრიელ კარგი კათოლიკეა“.
.
ზემოხსენებული სიმონ ეპისკოპოსი დიდის პატივით მიიღეს რომაში, საიდგანაც იმავე წელს გამობრუნდა. ის უნდა იყოს ბერძენი, (ნუ დავივიწყებთ, რომ იმ დროებში, როგორც საქართველოს, ისე გურია-სამე– გრელოში ბლომად იყვნენ ბერძნის მღვდელ-მონაზონები), რადგან კაფუცინები მას ქიოელს (ქიოს კუძულიდგან) უწოდებენ. მისი გვარიც ყოფილა რადოპულო. რა გამობრუნდა რომიდგან მივიდა ლივორნში, საიდგანაც უნდა წამოსულიყო. აღმოსავლეთში. იქიდგან წამოსვლის წინად, რომაში კარდინალს მადლობის წიგნსა სწერს 28 დეკემბერს, 1667 წ. და ბოლოში ხელს ასე აწერს „ისკანის არქიეპისკოპოსი შეიძლება არქიეპისკოპოსობა იმას რომაში მიეღო, რადგან უწინ მარტო ეპისკოპოსად იყო წოდებული.“
.
– მიხეილ თამარაშვილი – „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე“ 1902
– ფოტო ბოხვაური ჭალის ეკლესია (XIX ს.)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








