გურიის მოამბე

ოზურგეთელი მეომრის ტრაგიკული ისტორია – რისთვის აპატიმრებდნენ პატრიოტებს 1937 წელს

ივსიხი ხვინგია -ლეგენდარული „ჯავნოსანი მატარებლის“ (რომლის აბსოლიტური უმრვლესობა გურულები იყვნენ) მეთაურის, ვალოდია გოგუაძის, პირველი  მოადგილე – სამწუხაროდ, ამ ლეგენდარულ ადამიანზე, დღეს საზოგადოებას ძალიან მწირი (თითქმის არაფერი) ინფორმაცია აქვს.

ჩვენ დღეს, დავიწყებთ, მოგონებების სერიის გამოქვეყნებას, სადაც, ივსიხი ხვინგიას ოჯახის წევრების მიერ შემონახულ ისტორიების ნაწილს შემოგთავაზებთ.

დღეს „გურიის მოამბეს“ სტუმარია-გოჩა ხვინგია, ლეგენდარული „ჯავნოსანი მატარებლის“ მეთაურის, ვალოდია გოგუაძის, პირველი  მოადგილის, ივსიხი ხვინგიას შვილიშვილი;

აღსანიშნავია, რომ, ივსიხი ხვინგიას შვილიშვილი, გოჩა ხვინგია, იბრძოდა ქვეყნის პირველი კანონიერი პრეზიდენტის, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულ რაზმში-აფხაზეთში და ზვიდ გამსახურდიას გვერდში იდგა ბოლო წუთებამდე.

ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, 1887 წელს დაბადებული, ივსიხი ხვინგია, 1917 – 21 წლებში, ხელმძღვანელობდა რა, ვალოდია გოგუაძესთნ ერთად, „ჯავნოსან მატარებელს“, ყველა მის აქტივობაში, ბრძოლებში ღებულობდა მონაწილეობას, დაწყებული განჯაში შესვლიდან, გაგრძელებული ჩოლოქის ისტორიული ბრძოლით და დასრულებული 1921 წელს ბათუმის ბრძოლებით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე, იყო მეფის რუსეთის კვალერიის მაიორი, მსახურობდა ბათუმში დისლოცირებულ, კავალერიის შეიარაღებულ ნაწილში.

ოდნავ მოგვიანებით მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში.

პირველად ბოლშევიკებმა 1929 წელს დააკავეს – ბრალი იყო სახელმწიფო ქონების დაზიანება.

როგორც გოჩა გვიყვება, მან გადმოცემით ასე იცის, რომ 1924 წლის აჯნყების დროს, ივსიხი ხვინგია, მის რაზმთან ერთად, მას შემდეგ რაც გურიაში მოაგვარა სიტუაცია, ჯავნოსანი მატარებლით მიემგზავრებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან შესაერთებლად, ამ დროს ხაშურში ბოლშევიკებმა აყარეს ლიანდაგი, „ჯავნოსანი“ კი მოაქციეს ალყაში,  ივსიხი ხვინგიამ, ალყას თავი რაზმთან ერთად ბრძოლებით გააღწია, თუმცა „ჯავნოსანი“ რომ ბოლშევიკებს ხელში არ ჩავარდნოდათ, იძულებული გახდა, ის დაეწვა.

(სამწუხაროდ დღემდე უცნობია, სად იმყოფებოდა „ჯავშნოსანი მატარებელი“ 1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან, 1924 წლამდე)

სწორედ ამის გამო ბოლშევიკების წაყენებული ბრალი იყო სახელმწიფო ქონების დაზიანება.

მიესაჯა 10 წელი და სასჯელის მოსახდელად გადაიყვანეს რუსეთში.

მან რუსეთიდნ გამოქცევა მოახერხა, თუმცა 1932 წელს ისევ დაიჭირეს.

ისევ 10 წელი მიუსაჯეს, ისევ რუსეთში გადაასახლეს, თუმცა ისევ მოახერხა გამოქცევა.

მესამედ ბოლშევიკებმა 1936 წელს დაიჭირეს და ულან უდეში გადაასახლეს.

გოჩა ხვინგია:“ბებიაჩემის, ივსიხის მეუღლის, თამარის (გობრონიძის ქალი იყო, სოფელ ლიხაურიდან) მონაყოლიდან ვიცი ასეთი ისტორია. ბებიაჩემმა. 1936 წელს, გადაწყვიტა მისულიყო ჩვენს მეზობელთან, ფილიპე მახარაძესთან თბილისში, დასახმარებლად, ფილიპე სოფელ შემოქმედიდან იყო. „თამარ რაზე ნერვიულობ, ორჯერ გამოიქცა და შესაძლოა ახლაც ჩაგასწროს სახლში და იქ დგვხვდეს კიდეცო“ ასე დაუცინია ფილიპე მახარაძეს, ბებიაჩემი, სახლში მოსვლისს ბებიაჩემს დახვდა დეპეშა, რომ ივსიხი ხვინგიას მიესაჯა 20 წელი და სასჯელის მოსახდელად გადაყვანილია ულან უდეში. 1937 წელს სოფელში მოვიდა წერილი ულან უდედან, წერდა დვაბზუელი ბაბუას თანამებრძოლი, გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, წერდა, რომ კიდევ ერთი შემოქმედელი, გვარად ჭანუყვაძე ციხეში გარდაიცვალა და ივსიხი გადაიყვანეს სხვა საკანში. წერილში ნახსენები იყო თანასაკნელის სახელი და გვარი. თუმცა თამარმა დაადგინა, რომ, თანასაკნელიც გარდაცვლილი იყო და ივარაუდო, რომ ივსიხიც, შესაძლოა დაეხვრიტათ უკვე..

ამ დეპეშიდან ერთ კვირაში, სახლში, ჩვენთან შემოქმედში მოსულა ფილიპე მახარაძე და ბებიაჩემს ეუბნება:“თამარ ხელში მაქვს შენი და შენი შვილების რუსეთში გადასახლების შესახებ განკარგულება, აჩვენებს ამ განკრგულებას, (ივსიხის სამი შვილი ყავდა, ორი ვაჟი, გურგენი და გივი და ერთი ქალიშვილი – ლილი) – თუ გინდა რუსეთში შვილებთან ერთად გადასახლებას გადაგარჩინო, კომუნისტურ პარტიაში უნდა შეხვიდეო. რაღა ექნა ბებიაჩემს, შვილების გადასარჩენად 1937 წელს შევიდა კომუნისტურ პარტიაში.“

სურათზე; ივსიხი ხვინგია, რაზმთან ერთად, ცენტრში, ვალოდია გიგუაძის გვერდით, თავზე ბოხოხით;

გაგრძელება იქნება;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights