გურიის მოამბე

ოზურგეთის სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებასა და იძულებაში პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
💬 “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანის მიმართ იძულება განახორციელა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 23 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარუდგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” | ნათქვამია განცხადებაში.
ყველა რეაქცია:

Nana Mekhuzla, Irina Dgebuadze და 431 სხვა პიროვნება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights