“ოზურგეთის თაღლითური სქემის” ირგვლივ “გურიის მოამბეს” მიერ დაწყებულ გამოძიებას კიდევ ერთი დაზარალებული გამოეხმაურა-ამჯერად ქალაქ ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები, ქეთი კვაჭანტირაძე, რომელიც ტავის ისტორიას გვიყვება:
“უტიფრობის პიკშია ადამიანი,ვფიქრობ, საეჭვოა მისი მენტალური ჯანმრთელობის საკითხიც, ვწუხვარ,რომ ოდესღაც ამ ადამიანს ვენდეთ , მას და მის ქმარს ავტომანქანა ,,მივყიდეთ”, 5 წელი გავიდა ,არც მანქანა ჩანს და არც თანხა,(თუ არ ჩავთვლით მიზერულ რაოდენობას,რომელიც როგორ წავგლიჯეთ სხვა საკითხია) სანაცვლოდ ტყუილები, მუქარები , შეურაცხყოფა და კიდევ რის ატანა აღარ გვიწევს.
დასკვნა ერთია, შეიძლება ადამიანს ვალი ქონდეს მეორე ადამიანის, მაგრამ წუხდეს ამაზე, მოიბოდიშოს,იდარდოს, მაგრამ ეს ქცევა ამ ადამიანებისგან შორსაა,რადგან, თვითშეფასება აქვთ არაადეკვატური, რეალობასთან შეუსაბამო და აღმატებულ ხარისხში, ამათთვის ,,სხვისი ჭირი -ღობეს ჩხირია”,როდესაც შუბლის ძარღვი წყდება ,მერე ყველაფერი ადვილიაო ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა……უპასუხისმგებლობა, ტყუილი და ადამიანების აბუჩად აგდება, გაბითურება, დაცინვა მათი წესი ყოფილა…..
გვიან, მაგრამ დავრწმუნდი, რომ დაზარალებულები ცამდე მართალნი არიან, არავითარი პოლიტიკა არ არსებობს…..ვის დაკარგვია…. დროა სიმართლე ითქვას, მეცოდება ადამიანი, რომელიც ვერ აფასებს თავის საქციელს და კიდევ ბევრ ტყუილს იგონებს რათა თავი დააღწიოს, იმას რისი ღირსიცააა…….ნაცვალაძეს მივმართავ:…..მე არ ვაწყობ რიგში შენს მიერ მოტყუებულ და აბუჩად აგდებულ ადამიანებს, ისინი შენ დაამწკრივე და შიმშილისთვის გაწირე,ოზურგეთი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს,,ყველა შენზე საუბრობს, თუ როგორ გადააგდეთ(მაპატიოს საზოგადოებამ ჟარგონისთვის) ხალხი, ,არ უნდა გეპატიოს, არა…..მერე იქნებ მაინც ისწავლო ჭკუა, ადამიანები არ არიან შენი სათამაშოები, უჭირთ და იმიტომ საუბრობენ,…..უსირცხვილოები ხართ…….ღმერთის როგორ არ გეშინიათ…….თქვენ ხომ გული არ გაქვთ…….ჭკუის მასწავლებელიც არ გყავს ეტყობა, ან შენ ვის მოუსმენ,…გენიოსი გგონია თავი…….არავის არ ეშინია შენი წკავწკავის…..მატყუარა….ვალს გადახდა უნდა ….თანაც სასწრაფოდ…..არ უსწავლებიათ შენთვის?” – წერს კვაჭანტირაძე.