გურიის მოამბე

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 4 წელი გავიდა

ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა ქალბატონებო და ბატონებო– სტატიის სახით გთავაზობთ “ომში მოგზაურობას” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე საბრძოლო მოქმედებების პირველი დღიდან-
🇺🇦⚔️კიევის დაცვისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე პირველი დიდი შეტაკება უკრაინელებსა და რუსებს შორის „ ჰოსტომელის აეროპორტისთვის“ წარიმართა…. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰოსტომელისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი პირველი საბრძოლო კონტაქტი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 სწრაფი რეაგირების ბრიგადის დაქვემდებარებაში მყოფმა „ქართული ლეგიონის“ ჩვენმა საამაყო გმირმა მებრძოლებმა მიიღეს—- 👇
📍 24 თებერვლის გამთენიისას, მხოლოდ რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა 05:50 საათზე უკრაინაში თავისი ჯარების შეჭრის დაწყება გამოაცხადა, რუსების საზღვაო ძალებმა 2 Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს შავი ზღვის აკვატორიიდან, რათა დაერტყათ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 სწრაფი რეაგირების ბრიგადის სამხედრო ბაზისთვის, რომელიც ჰოსტომელის აეროპორტის მახლობლად მდებარეობდა. ორივე რაკეტა მაშინ ცარიელ სააღლუმო მოედანზე ჩამოვარდა და არავინ დაღუპულა….
📍 სარაკეტო იერიშის შემდეგ, ეროვნული გვარდიის მე-4 ბრიგადის 200-მდე უკრაინელმა წვევამდელმა დატოვა ბაზა და მცირე ჯგუფებად დაიკავა თავდაცვითი პოზიციები ჰოსტომელის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე . აღნიშნული მებრძოლები მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღებით-ავტომატებით, ტყვიამფრქვევებით, საბჭოთა პერიოდის ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებითა ( IGLA/Strela) და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი….. მოგვიანებით სამოქმედო ზონაში დამხმარე ძალა შემოვიდა და აღნიშნულ ჯარისკაცებს დაემატნენ მებრძოლები პირველი ოპერატიული ბრიგადიდან და „OMEGA“-ს ანტიტერორისტული დანაყოფებიდან, რომლებიც ასევე ძალზე “სუსტად” იყვნენ შეიარაღებულნი და ეკიპირებულები.
📍 კიევის ფრონტზე ჯარისკაცების კატასტროფული ნაკლებობა ფიქსირდებოდა, რადგან პროფესიონალი სამხედროების ძირითადი ნაწილი სხვა მიმართულებებზე იყო გადანაწილებული. შედეგად, ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილის დაცვა ბატალიონზე მცირე რაზმებს დაევალა, რომელიც ვერ ფარავდა მთელ პერიმეტრს, ამიტომ იძულებული იყვნენ მცირე ჯგუფებად ემოძრავათ და გაფანტულიყვნენ.
📍 ამავდროულად კი ჰოსტომელიდან 170 კილომეტრში, ბელორუსიდან, ბოლშოი ბოკოვის სამხედრო აეროდრომიდან დიდი რუსული საჰაერო მოიერიშე ჯგუფი, რომელშიც შედიოდა 34 შვეულმფრენი, ელოდებოდა ბრძანებას, რათა რუსული ელიტური საჰაერო-სადესანტო ძალების მებრძოლები გადაეყვანათ უკრაინაში….
📍 ამ მოიერიშე ჯგუფში უმრავლესობა MI-8AMTSH-ს ტიპის სატრანსპორტო-მოიერიშე ტიპის შვეულმფრენი იყო, 10 KA-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი, რამდენიმე MI-24 და MI-28-ს ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენებიც შედიოდა. აღნიშნული დესანტისა და საარმიო ავიაციის დამრტყმელი ჯგუფის მთავარ სამიზნეს ჰოსტომელის აეროპორტი წარმოადგენდა.
📍 დილის საათებში რუსული შვეულმფრენების პირველი ჯგუფი აფრინდა ბელორუსიდან და გაუყვა სამხრეთისკენ მდინარე დნეპრის გასწვრივ….საფრენი აპარატები დაბალ სიმაღლეზე შეფრინდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში და მიემართებოდნენ კიევის ჰიდროელექტროსადგურისკენ, სადაც როგორც ცნობილია, მათ მკვეთრად მოუხდათ მიტრიალება ჰოსტომელისკენ, რა დროსაც უკრაინული საჰაერო თავდაცვის დანაყოფების ჩასაფრებაში მოყვნენ- დნეპრის მდინარის გასწვრივ, როცა ცდილობდნენ მიტრიალებას, უკრაინელებმა იგლასა და სტრელას ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გახსნილი ცეცხლით 1 რუსული KA-52 და 1 MI-28-ს ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი ჩამოაგდეს და დაწვეს, ამ წარმატებული ჩასაფრების ფონზე კი რუსების სხვა შვეულმფრენები სითბურ ხაფანგებს პანიკურად უშვებდნენ რათა საზენიტო რაკეტები მოეგერიებინათ….
📍 ამის შემდეგ რუსებმა გაყვეს მათი საჰაერო თავდასხმის ჯგუფი 2 ნაწილად- ჯგუფ A და ჯგუფ B-დ , რის შემდეგაც შვეულმფრენები დასავლეთით, ჰოსტომელისკენ გაფრინდნენ…. ჯგუფი A, რომელიც ძირითადად შედგებოდა დამრტყმელი შვეულმფრენებისგან, გაფრინდა აეროპორტის ჩრდილოეთით, რათა შეემოწმებინათ და საჭიროების შემთხვევაში გაენადგურებინათ ნებისმიერი უკრაინული ძალები, რომლებსაც შეეძლოთ, დაებლოკათ ასაფრენი ბილიკი. ჯგუფი B, რომელიც ძირითადად შედგებოდა MI-8AMTSH-ს ტიპის სატრანსპორტო-მოიერიშე შვეულმფრენებისგან, მიფრინავს აეროპორტის სამხრეთით, რათა ჩაკეტოს უკრაინის ეროვნული გვარდიის ბაზა.
📍 როდესაც რუსების დამრტყმელი შვეულმფრენები გაფრინდნენ ჰოსტომელის აეროპორტისკენ, მათ დაიწყეს უკრაინული პოზიციების დაბომბვა და დაცხრილვა უმართავი რაკეტებითა ( ნურსებით) და მცირე კალიბრიანი ქვემეხებით…. რუსებს აქ არაორგანიზებულობის ნაცვლად, დახვდათ კარგად პოზიციონირებული უკრაინელი დამცველები , რომლებმაც ინტენსიური ცეცხლი გახსნეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და 23მმ-იანი Zu-23-2-ის ტიპის საზენიტო ქვემეხებიდან, ასევე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდანაც… უკრაინელმა დამცველებმა რუსებს მიმდინარე იერიშის დროს ჩამოუგდეს Ka-52-ის ტიპის 4 დამრტყმელი შვეულმფრენი და MI-28-ს ტიპის 1 დამრტყმელი ვერტმფრენი….ამავდროულად კი უკრაინის ეროვნული გვარდიის ბაზის ტერიტორიაზე დაჯდომას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ რუსების საჰაერო-სადესანტო ძალების MI-8AMTSH-ს ტიპის შვეულმფრენები – უკრაინელ მებრძოლთა მხრიდან გახსნილი ინტენსიური სროლების გამო- ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან….
📍 ბრძოლა გაგრძელდა კიდევ ერთი საათით, რუსული MI-8-ები ვერ ახერხებდნენ დაშვებას …. უკრაინულმა დანაყოფებმა ცოტა ხანში დაიხიეს მე-4 სწრაფი რეაგირების ბაზისკენ, რადგან მათ საბრძოლო მასალა დაუმთავრდათ…უკრაინელთა უკან დახევამ რუსებს საშუალება მისცათ, რომ MI-8AMTSH-ების დესანტი დაესვათ აეროპორტის ჩრდილო-დასავლეთ სექტორში, რის ფონზეც მედესანტეების მნიშვნელოვან ნაწილს მოუყარეს თავი…. რუსები ასევე დაეშვნენ აეროპორტის ჩრდილო-დასავლეთით, კიდევ ერთი მედესანტეების ჯგუფით, რომელთა მიზანი უკრაინელთა ბაზის ალყაში მოქცევა იყო. პირველი ჯგუფი შედგებოდა დაახლოებით 100 სამხედროსგან, რომლებიც რუსული არმიის 31-ე გვარდიული და მე-18 ცალკეული გვარდიული საჰაერო მოიერიშე ბრიგადებიდან იყვნენ. ისინი ძლიერ შეიარაღებული იყვნენ პორტატული ნაღმტყორცნებითა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსებით, კორნეტებით….რუსებმა დაიკავეს მთავარი ასაფრენი ბილიკი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, რის შემდეგაც ადგილზე დარჩნენ, რადგან ახალი ძალების მოსვლას ელოდებოდნენ…
📍 ამის შემდეგ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ნაწილები დაახლოებით ერთი საათით აჩერებენ მოქმედებებს, უკრაინული ბაზის გარშემო პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო ჰოსტომელისკენ მიფრინავს მეორე ტალღა MI-8-ს ტიპის შვეულმფრენებისა, რომლებმაც დამატებით 200 მედესანტე გადასხეს, ეს კი რუსებს აძლევს შესაძლებლობას, გააგრძელონ წინსვლა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრთხილად გადაადგილდებიან და ასუფთავებენ მიმდებარე ზონას. საკონტროლო კოშკი და გარშემო არსებული შენობები სწრაფად გადადის ოკუპანტების კონტროლქვეშ.
📍 უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის პირველი ახლო კონტაქტის შეტაკება მოხდა აეროპორტსა და ბაზას შორის არსებულ გზაჯვარედინზე, სადაც ინტენსიური ბრძოლები ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა- აღნიშნული ბრძოლის შემდეგ, უკრაინული ძალები იძულებულნი ხდებიან უკან დაიხიონ, რადგან საბრძოლო მასალა ამოეწურათ. ისინი სწრაფად ინაცვლებენ ბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მიმდებარე ტყის მასივებში უჩინარდებიან.
📍 რუსები ბაზას იკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აეროპორტი მათ კონტროლქვეშ ექცევა. ოკუპანტებმა აეროპორტის თავზე საკუთარი დროშა აღმართეს და თავდაცვითი პოზიციების მოწყობა დაიწყეს, რათა დაიცვან აღნიშნული ოპერაციის მთავარი-სტრატეგიული მიზანი, “ ასაფრენი ბილიკი”- იმისთვის , რათა ჰოსტომელში რუსებს საჰაერო-სადესანტო ძალების ფსკოვის 76-ე დივიზიის ბრიგადის შემადგენლობის ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკის დესანტირება უზრუნველეყოთ…… აღნიშნული მისიის შესრულებას მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა აეროპორტი დაიკავეს, რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურად შეუდგა— ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, რომ აეროპორტი მათ კონტროლქვეშ გადავიდა, რუსებმა 18 ერთეული IL-76-ის ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი სასწრაფოდ ააფრინეს, რომლებიც დატვირთული იყო ელიტარული სადესანტო ჯარების მებრძოლებითა და მსუბუქი ჯავშანტექნიკით… რუსები ჩქარობდნენ—– იმ ფონზე, რომ სრული ქაოსი იყო, კიევის თავდაცვას ძალები არ ჰყოფნიდა და შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადები აღმოსავლეთის ფრონტზე აკავებდნენ მტერს, ზემოხსენებული ბრიგადის ზომის სადესანტო ძალების დაშვება კიევის მახლობლად დედაქალაქის დაცვისთვის კატასტროფული შედეგების გამომწვევი იქნებოდა…
📍 მანამ, სანამ რუსი მედესანტეები ჰოსტომელში დამატებით ძალებს მიიღებდნენ, ისინი ცდილობენ უკრაინის მე-4 სწრაფი რეაგირების ბრიგადის რამდენიმე ქვედანაყოფის სრულ განდევნას აეროპორტის გარშემო არსებული ტყეებიდან…… თუმცა, ამასობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე მექანიზებული ბრიგადა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ბილა ცერკვიდან 1 საათიანი სვლის შემდეგ აეროპორტის მიმართულებაზე ტანკებითა და არტილერიით ჩავიდა….
📍 აეროპორტის დასავლეთიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-80 და 95-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადების ცალკეული ბატალიონები მიემართებიან საკუთარი MI-8-ს ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენებით—- უკრაინელების ერთობლივი ოპერაცია ჰოსტომელში მყოფი რუსი მედესანტეების ალყაში მოქცევას ითვალისწინებდა…
📍 უკრაინულმა ძალებმა მძიმე არტილერიისა და ნაღმმტყორცნების პოზიციების მოწყობა დაიწყეს, რათა აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი რუსების სადესანტო ჯარები დაებომბათ……რუსებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომ უნდა გაეძლოთ ნებისმიერი შეტევისთვის და აეროპორტი არ დაეტოვებინათ, რადგან დიდი მოცულობის დამატებითი ძალები უკვე გზაში იყვნენ…ამასობაში კი უკრაინელებმა 15:30 წუთზე ჰოსტომელის აეროპორტის ზონაში კონტრშეტევა დაიწყეს რუსების პოზიციებზე….
📍 უკრაინულმა მძიმე არტილერიამ ( BM-27 Uragan-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა და 2S7 Pion-ის ტიპის 203მმ-იანმა მძიმე თვითმავალმა საარტილერიო დანადგარებმა) დაიწყეს ჰოსტომელის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის უწყვეტი დაბომბვა…. ასევე ტერიტორიაზე შემოფრინდა უკრაინელთა Su-24-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი და FAB-250-ის ტიპის 250კგ-იანი 4 ფუგასური ბომბი ჩამოყარა ასაფრენ ბილიკზე, რამაც ის ძალზე დააზიანა…უკრაინელები ჩქარობდნენ, რათა რუსებისთვის დაფრენის პუნქტი „დაეზიანებინათ“, რადგან დაზვერვისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში რუსები შემოფრინდებოდნენ IL-76-ებით უკრაინის საჰაერო სივრცეში და დაიწყებდნენ მედესანტეების დასმას ჰოსტომელზე…. ამასობაში, უკრაინის სახმელეთო ნაწილებმა, ჯავშანტექნიკისა და MI-24-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენის მხარდაჭერით აეროპორტის მიმართულებით გადაადგილება რამდენიმე სექტორიდან დაიწყეს, რის შემდეგაც მძიმე ბრძოლები დაიწყო….რუსების ადგილზე მყოფ სადესანტო ძალებს უკვე ძალზე დიდი დანაკარგები ჰქონდათ მიღებული— მათი ქვედანაყოფების უმრავლესობა იძულებული გახდა, ადგილიდან უკან დაეხია, რასაც არაორგანიზებული ხასიათი ჰქონდა- რუსების ელიტარული ნაწილები ტყეებში გაიქცნენ…ღამის 9 საათისთვის აეროპორტის გარშემო რუსების ყოველგვარი წინააღმდეგობა შეწყდა, ხოლო მანამდე კი რუსების სადესანტო ძალებს უბრძანეს, რომ რადგან ჰოსტომელის ასაფრენი ბილიკი „დაუთავებული“ იყო, ვერ დასხდებოდნენ, რის ფონზეც კურსის შეცვლა მოუწიათ და IL-76-ები ბელორუსში დაეშვნენ…. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინული არმიის ძალისხმევით და აეროპორტის ასაფრენი ბილიკის განადგურებით შესაძლებელი გახდა დროის მოგება და კიევისთვის მძიმე საფრთხის თავიდან აცილება….
📍 უკრაინელთა გმირული წინააღმდეგობის და კონტრშეტევის წარმატებულად განხორციელების მიუხედავად, რუსებმა ჰოსტომელში მეორე დღეს დიდი რაოდენობით დამატებითი ძალები სახმელეთო გზებით მიიღეს—ჩრდილოეთიდან, ჩერნობილის სექტორიდან აეროპორტის ზონაში ოკუპანტების რამდენიმე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი შემოვიდა, რამაც უკრაინელ მებრძოლთათვის სიტუაცია ძალზე დაამძიმა….. 25 თებერვალს დაწყებული ინტენსიური ბრძოლა 5 მარტს ქალაქ ჰოსტომელის დაცემით დასრულდა— რუსებს დღეში 2-ჯერ მოჰყავდათ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებითი ძალები- ყოველდღიურად რამდენიმე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის შემოსვლა ფიქსირდებოდა— იმ ფონზე, რომ ძალები საოცრად უთანასწორო იყო, უკრაინელ მებრძოლებს უკან დახევა მოუწიათ, რომლის შემდეგაც დაიწყეს მასობრივი საარტილერიო დაბომბვა ასაფრენი ბილიკისა და რუსების განლაგების ზონებისა, რომლის ფარგლებშიც ოკუპანტების მნიშნელოვანი რაოდენობის ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა იქნა განადგურებული…
📍 ზუსტად 10 დღეში, 16 მარტს უკრაინულმა ჯარებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც წარმატებით დასრულდა 1 აპრილს, როდესაც ოკუპანტებს მიყენებული მძიმე დანაკარგების ფონზე ტერიტორიიდან სრულად გაქცევა მოუწიათ…
🟥 ჰოსტომელის ბრძოლა მიმდინარე ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა… საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში ოკუპანტების აქ შეჩერებამ და დიდი რაოდენობით საჰაერო-სადესანტო ძალების ასაფრენ ბილიკზე ვერ დაშვებამ, დედაქალაქის დამცველებს ორგანიზებისა და მობილიზებისთვის, გადაჯგუფებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დრო მისცა, რამაც უზრუნველჰყო კიდეც კიევის მიმართულებით რუსი ოკუპანტების წინსვლის შეჩერება…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights