გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ტრაქტორი, ქვიშა ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტზე “დააკავეს” და დალუქეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა არაოფიციალურად აცნობეს,
მათივე ინფორმაციით, ფაქტი ამ დღეებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, მდინარე სუფსაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯარიმებულია მერიის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც სამსახურიდან უკვე დაითხოვეს,








