გურიის მოამბე

ამერიკული მედია-აშშ მ ირანზე დაბომბვისას ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო [CIA] რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა აიათოლა ალი ხამენეის და დაადგინა, რომ ის 28 თებერვლის დილას საკუთარ რეზიდენციაში ირანის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა შეხვედროდა – წერს The New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, აშშ და ისრაელი თავდასხმას ჯერ ღამით გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ხამენეი მაღალჩინოსნებს უნდა შეხვედროდა, ოპერაციის დაწყება დილამდე გადადეს. ამავე ინფორმაციით, CIA-მ ხამენეის ადგილსამყოფელის შესახებ ისრაელს „მაღალი სანდოობის“ ინფორმაცია მიაწოდა. ამ ინფორმაციასა და საკუთარი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ისრაელმა განახორციელა ოპერაცია, რომელსაც ის თვეების განმავლობაში გეგმავდა – წერს NYT
🔻 გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით კი, სამხედრო კამპანიის დაწყებამდე ისრაელის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა, მათ შორის საჰაერო ძალების მეთაური, სამხედრო დაზვერვის უფროსი და „მოსადის“ დირექტორი, რეგულარულად სტუმრობდნენ ვაშინგტონს ოპერაციის დასაგეგმად. გამოცემა წერს, რომ აშშ-მა და ისრაელმა ხამენეის რეზიდენციაზე 30 საჰაერო ბომბი იმ დროს ჩამოაგდეს, როდესაც ქვეყნის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა კომპლექსში იმყოფებოდა. რეზიდენცია მთლიანად განადგურდა.
🔴 ისრაელმა დაახლოებით 200 გამანადგურებელი განალაგა, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით თითქმის 500 სამიზნეს დაარტყეს. ეს ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ერთჯერად საჰაერო კამპანიად მიიჩნევა – წერს Wall Street Journal. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ურანის გამდიდრების შეჩერებაზე ირანის მხრიდან უარისა და მოლაპარაკებების ჩავარდნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიიღო. გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ირანი თავად ამზადებდა თავდასხმებს ამერიკულ სამიზნეებზე.
🔻 Wall Street Journal-ის ინფორმაციითვე, აშშ-მა ირანზე მასშტაბური საჰაერო დარტყმის დასაგეგმად კომპანია Anthropic-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოიყენა. WSJ-ის წყაროების თანახმად, სამხედრო სარდლობებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთში, Anthropic-ის Claude AI-ის ინსტრუმენტით ისარგებლეს. Anthropic-ის Claude პირველი ნეიროქსელია, რომელიც გასამხედროებული საიდუმლო ღონისძიების ფარგლებში გამოიყენეს. პენტაგონმა ის პირველად ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციისას გამოიყენა.
🔴 პარალელურად, Fox News-ს აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე განხორციელებული ბოლო იერიშებისას B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს. ოფიციალური პირის განცხადებით, ოთხი B-2 ბომბდამშენი აშშ-დან გაფრინდა და ირანში მდებარე ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა ბაზებზე ათობით 2000-ფუტიანი ბომბი ჩამოაგდო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights