გურიის მოამბე

ოზურგეთში მცხოვრები ტეტიაშვილების ოჯახი 8 წელია დახმარებას უშედეგოდ ითხოვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მცხოვრები, ნატალია ართილაყვასა და თემურ ტეტიაშვილის ოჯახი. რამდენიმე წელია აშკარა საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

სახლი ავარიულია და ყოველ წუთს შესაძლოა ჩამოიშალოს.

თემური მეორე ჯგუფის შშმ პირია, მას ფეხი აქვს ამპუტირებული.

ხელისუფლებისაგან 8 წელია დახმარებას ამაოდ ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ბიუჯეტმა, ბოლო წლებში გურიაში განვითარებული, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ, რამდენიმე მილიონი ლარი გამოყო და ამ თანხიდან მასიურად მოხდა ასეულობით საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება-ეს ოჯახი ამ ჩამონათვალშიც ვერ მოხვდა.

სიცოცხლის რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახის წევრები, რედაქციას ერთადერთი მოზნით დაუკავშირდნენ, მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას – არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ, რომელმაც შესაძლოა ტრაგიკული შედეგი გამოიწვიოს.

“რვა წელია ვითხოვთ ყველასაგან დახმარებას და არავიბ ყურადღებას არ გვაქცევს, ფაქტიურად ღია ცის ქვეშ დარჩენა გვიწერია, სოფელში თითქმის ყველას დაეხმარნენ ჩვენს გარდა” – აცხადებენ ისინი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights