მშრალი ფაქტები:
– მარნეულში ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ისლამისტების ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი;
– იხურება ილიაუნი და, ფაქტობრივად, სოხუმის უნივერსიტეტიც;– ირანის საელჩოს კიბეებზე რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ზემოხსენებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ნაყოფები, იდგნენ ტრანსპარანტებით – “ხამენეი, მზად ვარ ბრძანების შესასრულებლად!”
არანაირი პრობლემა ამ ხალხს არ შექმნია. როგორც ჩანს, ქოცები მათში უცხო ქვეყნის აგენტებს ვერ ხედავენ და არც საქართველოს უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს იმჩნევენ;
– რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერენ და აგენტებად აცხადებენ;
– ქართველთა ირანში დეპორტაციის 410 წლისთავის აღმნიშვნელ საზეიმო საღამოზე მივიდნენ, სიტყვით გამოვიდნენ. მანამდე, ჰამასის წევრებთან ერთად, ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე იყვნენ. კიდევ უფრო მანამდე თემურ ლენგის მემორიალს მიაგეს პატივი უზბეკეთში,
– მეორე მხრივ, 1921 წლის ხსოვნა გაიგდეს ფეხქვეშ: “მარო მაყაშვილი მოკლა საქართველოს მთავრობამ”, “კვინიტაძე მთაწმინდიდან არის დასაგორებელი”, მარო მაყაშვილის სურათების დაჰაჰავება და მრავალი სხვა.
კომენტარსაც არ ვაკეთებ, მშრალი კონტრასტული ფაქტებია.
წერს “ილიაუნის” პროფესირუ-ბექა კობახიძე;








