გურიის მოამბე

მორიგი სკანდალი ჩოხატაურში – პროკურატურა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარებს მიადგა – სად გაქრა მილიონები

ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში გამარჯვებულების დაბარებები და მათი გამოკითხვები დაიწყო,

ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ ჩოხატაურიდან, კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

მისივე ცნობით, გამოძიება ინტერესდება, სად წავიდა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მილიონები, როცა გამარჯვებულ და დაფინანსებული პროექტებიდან 99 % არ განხორციელებულა:

„ირკვევა, რომ, ყველა ამ დაფინანსებული პროექტების უკან ადგილობრივი მაღალჩინოსნები იდგნენ და მის ფარგლებში მხოლოდ და მხოლოდ ფული იხსნებოდა, გაკეთებით კი არაფერი კეთდებოდა“

ამბობს წყარო.

სათბურების და  „საძროხეების“ სკანდალი ჩოხატაურში – რატომ წაიღო  პროკურატურამ ყველა საქმე

როგორც პროკურატურასთან დაახლოებული წყარო გვიყვება – „სასათბურე მეურნეობისთვის  და  მესაქონლეობის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხები, თითქმის  ყველა, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა მიღეს – გაკეთებით კი არაფერი გაკეთებულა“.

მისივე ცნობით, „ პროექტში გამარჯვებულები ამტკიცებენ, რომ გასულ წელს მოსულმა სტიქიამ, ყველა – უკვე აშენებული მეურნეობა – დანგრია, თუმცა პროკურატურა ეჭვობს, რომ, მეურნეობებისათვის საჭირო სამუშაოები ძირითადად უხარისხოდ იყო შესრულებული, ზოგ შემთხვევებში კი საერთოდ არ იყო არაფერი გაკეთებული -თანხები კი მითვისებული“.

ამის გამო, გამოძიება დაინტერესებულია ირაკლი კუჭავას (ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ჩოხატაურში), ცოლის ძმით, ედიშერ სიხარულიძით, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება – ასევე „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, მაგალითად,  სარჩევნო შტაბის უფროსი ქვენობანში და ამავე სოფლის ბაღის მენეჯერი, მანანა გოგიბერიძე. ასევე გამოძიება გრძელდება იმ მაღალჩინოსნების წინაღმდეგ, ვინც სასათბურე და „მესაქონლეობის განვითარების“ პროექტები მოიგო…. თუმცა….

ვისზე გავა კიდევ ერთხელ გამოძიება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“პროგრამა,  საქართველოში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა მექანიზმების გახორციელებისათვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მალევე შეიქმნა.

პროგრამის მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით-სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხა – შექმნიდან დღემდე – რამდენიმე მილიარდ ლარს აჭარბებს.

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ სხვადასხვა პროგრამებს მოიცავს

მათ შორის- მოსავლის ამღები სასოფლოსამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა; დანერგე მომავალი;

ტექნიკური დახმარების პროგრამა; ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა;

მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა;

მეფუტკრეობის სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა;

აგროდაზღვევა;

შეღავათიანი აგროკრედიტი;

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა;

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა;

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა;

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა;

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა;

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა;

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა;

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა;

სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლოსამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა;

სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამა;

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი;

ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights