სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის
შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას.
სახელმწიფო აუდიტმა ოზურგეთის მერიას ყველა სფეროში ხარვეზები დაუდგინა – გთავაზობთ ამ ხარვეზების ჩამონათვალს;
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები
მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 46.2%1 და 30.3%2 დააკლდა.
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები
მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 8,162.6 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო,
მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია
პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები
მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროექტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და მშენებლობის დასრულებაზე. მიუხედავად ამისა, მერიას საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები
მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო
ღონისძიებები არ განუხორციელებია.
სტიქიის სალიკვიდაციოდ განხორციელებული არაეფექტიანი ღონისძიებები
მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის გადაცემული 3,921.4 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან ბენეფიციარების მიერ
გამოყენებულია 2,165.6 ათასი ლარის ღირებულების (55.2%) მასალა. დახმარების მიმღები მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს სამშენებლო მასალები
დასაწყობებული აქვთ.
2022 წელს ვერ იქნა ათვისებული 17,233.0 ათასი ლარი. 2025 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები
მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება. მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. ამასთანავე სრულად არ არის გამოყენებული გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ავტოპარკის მართვის ხარვეზები
მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.
ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული ხარვეზები
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება. ამასთანავე,
ზოგიერთი ა(ა)იპ-ისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს
კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები.
საბიუჯეტო ხარვეზები
მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტის პროექტები, დამტკიცებული ბიუჯეტები და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები არ მოიცავს საბიუჯეტო
კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციებსა და განმარტებებს.








