სამი ტური მიილია საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის ლიგა 4 ში და ოზურგეთის “მერცხალი”, 6 ქულით, ლიდერთა სამეულშია.
ოზურგეთელებმა, პირველ ტურში, სტუმრად მარნეულში დასანანი მარცხის შემდეგ, სახლში “მარტვილს” სძლიეს 3-0 და გასვლაზე ფოთის “კოლხეთი 2″ს 2-1.
16 გუნდა ლიგა 4 დან, ლიგა 3 ის საგზურს პირველი სამი გუნდი მიიღებს.
წარუმატებლად დაიწყო სეზონი ამავე ლიგაში დაქვეითებულმა ჩოხატაურის “ბახმარომ”, რომელსაც 3 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.









