გურიის მოამბე

ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონს კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭა

ოზურგეთის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით, „მეგობრობის“ სტადიონს გამორჩეული ფეხბურთელის, კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ბანერი ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ კოტე გოგატაძის შვილებთან და გულშემატკივრებთან ერთად გახსნა.

ეს გადაწყვეტილება ქართველი სპორტსმენის ღვაწლის დაფასებასა და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება.

დღის ბოლოს კი ოზურგეთის „მერცხალმა“ საკუთარ მოედანზე ჩოხატაურის „ბახმაროს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 1:0

ნათქვამია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური, ფეისბუკ გვერდით გავრცელებულ ინფორმაციაში;

ხარიტონ ჩხატარაშვილი-ოზურგეთის” მერცხალი ” ისტორიდან
კოტე გოგატაძე
დაიბადა 25.06.1924 – 25.07.1996
თავდამსხმელი
1937-41 წლებში მახარაძის ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდის წევრი იყო
თამაშობდა მახარაძის ” კოლმეურნეში” 1946-47,1949-52 წწ.
1948 წელს მიწვიეს თბილისის ” დინამოში”
ბატონი კოტეს დებიუტი 1948 წლის 27 მაის შედგა მოსკოვის ” ტორპედოსთან “
კოტეს თამაშმა სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა,უიღბლო გამოდგა შემდგომი თამაში ლენინგრადში ადგილობრივ ” დინამოსთან” საბედისწერო ტრავმა მიღო( ფეხი მოტეხეს) და გამოეთხოვა საქართველოს პირველ გუნდს
1949-53 წლებში იყო მახარაძის ” კოლმეურნეს” მოთამაშე მწვრთნელი
1954 წლიდან სპორტსაზოგადოება ” კოლმეურნეს” რაიონული საბჭოს თავჯდომარე,ბატონ კოტეს ხელმძღვანელობით 1954 – 67 წლებში მახარაძის გუნდი ცხრაჯერ გახდა საქართველოს ” კოლმეურნეს” რესპუბლიკური ცენტრალური საბჭოს ჩემპიონი
1959 -60 წწ. ორჯერ საქართველოს თასის მფლობელი
1967 წელს პირველად ისტორიაში მახარაძის ” მერცხალი ” საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა სსრკ – ს ჩემპიონატის “ბ” კლასში
წლების მანძილზე მუშაობდა ბატონი კოტე ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის დირექტორად
ოზურგეთის კოლორიტი,ღირსეული პიროვნება,ბატონი კოტე გარდაიცვალა 1996 წელს,კაცი,რომელიც დაკლდა ქალაქს,მისმა უფროსმა მეგობარმა ვალერიან გეგიაძემ გამოსათხოვარ სიტყვაში ასე მოიხსენია ” მაინც რა თილისმა გქონდა ისეთი, რომ ყველას უყვარდი და ყველა გიყვარდა”
აი ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ოზურგეთის ” მერცხალის ” ისტორიას,
P .S . ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ,მოქალაქეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე,საჯარო შეხვედრა გამართა,სადაც ოზურგეთის სცენტრალურ სტადიონს ” მეგობრობა”- სთვის კოტე გოგატაძის სახელობის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights