გურიის მოამბე

შსს გენერალურმა ინსპექციამ ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლის მიმართ მოკვლევა დაიწყო

არა ოფიციალური ინფორმაციით, შსს გენერალურმა ინსპექციამ, ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლის მიმართ მოკვლევა დაიწყო;

როგორც “გურიის მოამბეს” გენერლურ ინსპექციასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, თანამსრომელს, რომლის ვინაობაც არ სახელდება რამდენიმე მოქალაქე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შევიწროებაში ადანაშაულებს;

ერთ ერთმა მოქალაქემ გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზით ისარგებლა და უწყებაში სეტყობინება გააგზვნა.

მოქალაქე ირწმუნებ,ა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მრავალჯერ მიაყენა და მისი მისმაართიT მუქარაც გააჟღერა;

ამასობაში, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ჩოხატაურის პოლიციის კიდევ ერთ თანამშრომელს, მიხილ ცხაკაიას  მოქალაქე პროკურატურაში უჩივის-მიზეზი აქაც იგივეა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შანტაჟი;

როგორც ირკვევა, პირველი შემთხვევა ჩოხატაურში 27 ივლისს მოხდა, მეორე კი 28 ივლისს;

აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე დღის წინ, ადვოკატმა დავით მჟავანაძემ გაავრცელა ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ჩოხატაურის პოლიციის თენამშრომლები მოქალაქეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობენ;

“გურიის მოამბემ” ერთ ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება შეძლო და ის მიხეილ ცხაკაიაა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights