არა ოფიციალური ინფორმაციით, შსს გენერალურმა ინსპექციამ, ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლის მიმართ მოკვლევა დაიწყო;
როგორც “გურიის მოამბეს” გენერლურ ინსპექციასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, თანამსრომელს, რომლის ვინაობაც არ სახელდება რამდენიმე მოქალაქე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შევიწროებაში ადანაშაულებს;
ერთ ერთმა მოქალაქემ გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზით ისარგებლა და უწყებაში სეტყობინება გააგზვნა.
მოქალაქე ირწმუნებ,ა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მრავალჯერ მიაყენა და მისი მისმაართიT მუქარაც გააჟღერა;
ამასობაში, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ჩოხატაურის პოლიციის კიდევ ერთ თანამშრომელს, მიხილ ცხაკაიას მოქალაქე პროკურატურაში უჩივის-მიზეზი აქაც იგივეა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შანტაჟი;
როგორც ირკვევა, პირველი შემთხვევა ჩოხატაურში 27 ივლისს მოხდა, მეორე კი 28 ივლისს;
აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე დღის წინ, ადვოკატმა დავით მჟავანაძემ გაავრცელა ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ჩოხატაურის პოლიციის თენამშრომლები მოქალაქეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობენ;
“გურიის მოამბემ” ერთ ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება შეძლო და ის მიხეილ ცხაკაიაა.








