ოზურგეთის ვიცე მერმა, ბექა ჩხიკვიშვილმა, სოციალურ ქსელებში, “კოალიცია ცვლილებებისათვის” ერთ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას “შეუტია” და გვარამიას ფეისბუკ გვერდზე, მისივე პოსტის ქვეშ, რიტორიკული შეკითხვა დასვა;ერთი შეხედვით დიდი არაფერი, რა მოხდა მერე რომ, ვიცე მერი, თუნდაც სამუშაო სააათებში, ოპოზიციის ლიდერს “ეკამათება”, მაგრამ, ოპოზიციის ლიდერის პოსტის ქვეშ – რომელიც მოქმედი პრემიერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლას აკრიტიკებს – კომენტარებს თუ გადავხედავთ (რამდენიმე ასეული) – უმალ დავასკვნით, რომ, პოსტები აშკარად ორკესტრირებულია და შინაარსით ყველა ერთი და იგივეა.
ავტორის კრიტიკით მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოირჩევიან.
ოდნავ მოგვიანებით, თავისივე ფეისბუკ გვერდზე, ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მას დიდი ოდენობით ‘ტროლ-ბოტები” შემოესია:
გარდა ოზურგეთის ვიცე მერ ჩხიკვიშვილისა, გვარამიას “ებრძვიან”, ოზურგეთის აკრებულოს დეპუტატები, მარიკა ჩხიკვიშვილი “ოცნება” და გელა ცავლეშვილი “ხალხის ძალა”, ლანჩხუტის საკრებულოს დეპუტატი ნინო მშვიდობაძე “ოცნება” და სხვები;
ნიკა გვარამია:” ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია. ცხადია, არა პირველი, მაგრამ გამორჩეულად ცუდი და უცნაურად უადგილო.ასეთი აბდაუბდა, ამდენი ცილისწამება და ტყუილი, ცნებების და თარიღების ასეთი აღრევა, და, რაც მთავარია, ამ ხარისხის და მასშტაბის რუსოფილია ბიძინა ივანიშვილის ტექსტებშიც კი არ მახსენდება, ყველა ზემოთ მოყვანილის სიუხვით რომ გამოირჩევა მუდამ.
არ დავიწყებ მკითხაობას, რატომ მაინცდამაინც ამ დროს და რატომ ამდენჯერ ნახმარი სიტყვა “რუსოფობია”, – ეს მალე გამოჩნდება. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ეს კაცი ფარჩაკია და მისი ტექსტებიც ფარჩაკობაა. და ამათ ხელში რომ ჩვენი ქვეყანაა, ეს უკვე მაგათი ფარჩაკობა არაა – სამწუხაროდ, ჩვენია”
ბექა ჩხიკვიშვილი ოზურგეთის ვიცე მერი: “ვინ მიყიდა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები?ვინ ხვდებოდა ჩურჩხელებით და ღვინოებით საზღვართან?ქსენია სობჩაკებს და ნიკიტა მიხალკოვებს ვინ პატიჟებდა დიდი პატივით? ამაშია საქმე……..”
დაწერა ჩხიკვიშვილმა და მისი აპარატის წევრებმაც უმალ, უფროსის პოსტი დაალაიქეს;
მარიკა ჩხიკვიშვილი – ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია ‘ქართული ოცნების” თავმჯდომარე: “საქართველოს უახლესი ისტორია გვახსენებს, რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ბევრი მოქალაქისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი ასოცირდება ძალაუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციასთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან,ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობა,
მედიისა და განსხვავებული აზრის მიმართ მწვავე დამოკიდებულება.სააკაშვილმა სტრატეგიული ტერიტორიები გადასცა რუსეთს და ბატონო ნიკა კიდევ თქვენ ხმას როგორ იღებთ? ყველა მავნებლურ გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათ, როგორც ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წევრს”.
გელა ჩავლეშვილი-ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე: “რაა აბდაუბდა და ცილისწამება? ბროშურებით ხელში არ ხვდებოდით რუსებს? ცალმხრივად თქვენ არ მოუხსენით ვიზები რუსებს? თქვენი ხელდასმით არ გაწევრიანდა რუსი მსო-ში? თუ იმ რეზოლუციისათვის არ მოგიწერიათ ხელი, რომელიც ქართველ სამხედროებს აბრალებდა ომის დაწყებას? თუ ლяნკა ხოშტარიას ოჯახი დღემდე არ იღებს რუსეთიდან ფულად ტრანშებს? რომელი ერთია ტყუილი???”
ნინო მშვიდობაძე; “ქართული ოცნება” ლანჩხუთის საკრებულოს ეპუტატი; “ცილისწამება? რა დაწერა ტყუილი პრემიერმა? თუ სიმართლე არ მოგეწონათ? თქვე მოღალატე უსამშობლოებო”








