ნიკა გვარამია; “კოალიცია ცვლილებებისათვის” ერთ ერთი ლიდერი;

პასუხად ტყუილებზე დაფუძნებულ ქოცპროპაგანდას, თითქოს “იმ 9 წელში” გაიყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები:

იტერა შემოვიდა 2003 წელს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში

რაოეესი შემოვიდა 2003 წელს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში

ლუკოილი შემოვიდა 2002 წელს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში

რუსული ტურიზმიც და ინვესტიციებიც ქვეყანას აძლიერებს და დიახ, მოსულა, იმ პირობით, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს ვერ აყენებს და ნებისმიერი რუსი ჯაშუში გამოვლენილი და დასჯილია (როგორც იმ 9 წელში) და არა პირიქით: დაჭერილები გარეთ გამოშვებული პოლიტპატიმრის სახელით და რუსული უშიშროების აგენტები რუს ტურისტებზე დიდი ოდენობით ქვეყანაში ინფილტრირებულები.
ხოლო იმ პარტიის წევრების და მომხრეების პასუხად, ვისაც რატომღაც ახალი მუღამი (არ მინდა აქაც პროპაგანდა ვიხმარო) აქვს, ყველა ჩემი პოსტის ქვეშ ორკესტრივით ერთდროულად შემოვიდეს და უნისონში წეროს, ეს “ყველამ იცის და საქმეს რას აკეთებო”, ვეტყვი:

არავის საქმე არაა, მე რას ვწერ, ეს ერთი. თუ რამე საქმიანის დაწერა შეგიძლიათ, ხელს არავინ გიშლით – დაწერეთ, აბორტების ქრისტიანული დოგმატიკის განხილვას და შიდა პარტიული პერიპეტიების ყველასთვის უინტერესო ამბების საჯაროდ გარჩევას ისევ ეგ ჯობია;

ასეთ ფაქტებს კიდევ წესით თქვენ უნდა ამზეურებდეთ ჩემზე ადრე და არა აკლებული გყავდეთ ყველა გინებით და აგრესიული შენიშვნებით, და კიდევ ერთმანეთის ლანძღვით სეირის მაყურებლების მოზიდვით იყოთ დაკავებული;

სხვისი საქმის კეთების განზომილებებს და ხარისხს თქვენ რატომ დაეძებთ? საკუთარი ხელ-ფეხი არ გაქვთ? ჯერ კიდევ 20 წლის წინ ითქვა “საქმე ლაპარაკის ნაცვლადო”. ხოდა მოეშვით სხვებს და საკუთარ გემს მიხედეთ. თუ ასე შეწუხდით სხვების უსაქმურობით, მაგალითი გვანახეთ. თორემ, ისე ხართ სხვის გემებს შეჩერებული, კაცს ეგონება, საკუთარი გემი არ ყავთო;
წერს, ნიკა გვარამია, ფეისბუკში;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: