გურიის მოამბე

ოზურგეთის მერიამ “ჩაის ფესტივალისთვის” 67 ხოლო “გომისმთობისათვის” 72 ათასი ლარი გამოყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე, აგვისტოს თვეში, ორ ღონისძიებას ჩაატარებს – “ჩაის ფესტივალი” და  “გომისმთობა”

ამისათვის, ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  150 ათას ლარამდე გამოყო;

ეს ინფორმაცია, “გურიის მოამბეს”  მიერ მოპოვებული, სატენდერო დოკუმენტაციიდან გახდა ცნობილი;

72 ათასი ლარი “გომისმთობაზე” დაიხარჯება, ხოლო 67 ათასი ლარი – “ჩაის ფესტივალზე”;

“ჩაის ფესტივალს” კომპანია “გეოპროფი” ჩაატარებს, მიმდინარე წლის, 28 ივლისს, ოზურგეთის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა და მერმა, მის დირექტორთან, გურამ გიგილაშვილთან, კონტრაქტი უკვე გააფორმა;

რაც შეეხება “გომისმთობა – 2026” ს, მასზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება – ერთ კვირაში – 15 აგვისტოს დაიწყება და ორ დღეში, 17 აგვისტოს დასრულდება;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights