საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ოზურგეთის ინოვაციების ცენტრის დირექტორად ავთო თავდიშვილი შეარჩია.
ოზურგეთის ინოვაციების ცენტრის ფუნქცია კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება, ინოვაციური პროექტების და სტარტაპების მხარდაჭერა, მოწვეულ სპიკერებთან ერთად, სემინარების და ლექციების ორგანიზება და საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნის თანამედროვე ტექნოლოგიებთან და უნარებთან დაკავშირება იქნება.