საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, დღეს, 9 თებერვალს, საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქცია 11:00 საათზე დაიწყება და მას როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.
ცნობისთვის, დღევანდელი პროცესი ე.წ. “პიჯაკების” საქმეზე გაიმართება.