დღეს რეგიონული ლიგის დასავლეთ “ბ” ჯგუფში მორგი შეხვედრები გაიმართა. ოზურგეთში “მერცხალმა” ქობულეთის ‘შუქურა 2″ – უმასპინძლა და ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა ამჯერად 2:3. “მერცხალი”, რომელიც გამართული ექვსი თამაშიდან ექვსივეში დამარცხდა, ალბათ დარჩენილ 5 შეხვედრაში შეეცდება მძიმე შედეგების გამოსწორებას.
თუ გუნდი მეექვსედან მეხუთე ადგილზე გადმოსვლას შეძლებს, ის დაფინანსების სახით 50 000 ლარს მიიღებს. თუმცა არა იმ “შემართებით” გაგრძელების შემთხვევაში, რასაც დღეს “მერცხალი” არ ღალატობს.
მომავალ თამაშს “მერცხალი”ჯგუფის ლიდერთან, ხელვაჩაურის ‘მაჭახელასთან” გამართავს, რომელიც 3 მარტს ოზურგეთის სტადიონზე გაიმართება.