“თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია – გაუქმდეს კომენდანტის საათი” – ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა და ავტორები 1 მარტიდან გაუქმდეს კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ
“ვითხოვთ, რომ 1 მარტიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაუქმდეს კომენდანტის საათი და შეწყდეს ჩვენი, მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევა”, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორებმა ასევე დაანონსეს სოციალურ ქსელ facebook-ში აქციაც, რომლიც 6 მარტს 15:00 დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქვვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდა, თუმცა, კომენდანტის საათი ძალაში დარჩა.