გურიის მოამბე

დავით ჩუტლაშვილი; სავსეა საქართველო რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით

დაურ ბუავა ერის და ქვეყნის ამომგდები, გამყიდველი ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგი მსხვერპლია!
სავსეა საქართველო რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით. რუსი აგენტები თავისუფლად დასეირნობენ ქვეყანაში და რაც უნდათ, იმას აკეთებენ.
დაურ ბუავა ვიდეოებს წერდა აფხაზი და ქართველი ერების საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ, წარმოაჩენდა ქართველებს პოზიტიური კუთხით აფხაზების წინაშე და ამის გამო იღებდა მუქარის უამრავ კომენტარს სოციალურ ქსელებში. აშკარაა, რომ ახლა ეს მუქარა შეუსრულეს.
არცერთი ადამიანი არ არის ამ ქვეყანაში დაცული! ამიტომ ან მიხვდებით, რაც ხდება, გამოხვალთ და ამ უსაზიზღრეს რუსულ რეჟიმს დაამთავრებთ, ან კიდევ, ყველას ასე, სათითაოდ, ნელ-ნელა გაგვანადგურებენ.
ეს ჩვეულებრივი ომია და ჩვენ ახლა ომში ვიმყოფებით. ვისაც გგონიათ, რომ რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს მშვიდობაა, თქვენთან ლაპარაკი საერთოდ არ ღირს.
ნათელში იყოს დაურის ხსოვნა! ძალიან დამწყდა გული!
წერს ფეისბუკში, დავით ჩუტლაშვილი;

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს –  გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში  აღმოაჩინა.  

გვიან ღამემდე დიღომში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.  ნაქირავებ ბინაში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.

გუშინ დილით ჩემს ზემოთ მცხოვრებმა გოგონამ დაწერა, კორპუსში საშინელი სუნიაო. ყარდა აქაურობა, გაფუჭებული ხორცის სუნი იყო. გვეგონა რომ უეჭველი მაცივარი დარჩა და რამე გაუფუჭდაო. სამაშველო გამოვიძახეთ, მოვიდნენ და ბინაში დახვდათ გარდაცვლილი. ძირს ეგდოო. ძაან დასიებული ყოფილა. როგორ ჩანს უნდოდა დახმარების თხოვნა, მარა ვერ ითხოვა. შარშან გადმოვიდნენ ამ ბინაში, მეუღლესთან ერთად იყო, მერე დაშორდნენ. ბოლოს შაბათს დაწერა სამეზობლო ჩათში, ჩიპი მოგვიგლიჯეს და ეს ვინ გააკეთაო დაწერა”, – ამბობს მეზობელი. 

რა გახდა ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი, ამას ახლა ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა. ის ტიკტოკზე 2021 წლის შემოდგომიდან აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს ბუავასთვის „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით ბრალი ჰქონდა წაყენებული.

Verified by MonsterInsights