“ყველაზე დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის გადარჩენილი ხალხია, როგორც უტყუარი სამხილი მის წინააღმდეგ” – ამის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი წერს.
“ყურადღებით მოუსმინეთ გადარჩენილი ადამიანები რას ყვებიან.
ყველა მათგანის მონათხრობით ცხადზე ცხადი ხდება რომ არა წამებში და წუთებში, არამედ დროის უფრო დიდ მონაკვეთში წყდებოდა უმრავლესობის ბედი და მათთვის დროულ შველას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
სწორედ ამიტომ ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრობლემა სწორედ გადარჩენილებია და დღეს მათზე ღია შეტევა დაიწყო. ფარულ მუქარებსა და შევიწროვებაზეც იოლად წავლენ და ეს ძალიან მალე გამოჩნდება.
ყველაზე დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის გადარჩენილი ხალხია როგორც უტყუარი სამხილი მათ წინააღმდეგ.
არავითარი თავისმართლება და რაიმეს მტკიცება არ შეიძლება არც ჩვენგან და არც გადარჩენილებისგან – ეს ხელისუფლების თამაშში ჩართვაა.
დამნაშავე ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და მორჩა!” – ნათქვამია პოსტში.