“ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სინამდვილეში, სასამართლოს წინააღმდეგ კამპანია მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით სასამართლოს წინააღმდეგ განცხადებები არასდროს არ არის არგუმენტებით გამყარებული.
ქართული ოცნების ლიდერის თქმით, სასამართლო სისტემის წინააღმდეგ კამპანია “რუსთავი 2-ის” საქმეს დაუკავშირეს და 2017 წლამდე “კლანს” არავინ ახსენებდა.
“მთავარ პრობლემას მივადექით, პრინციპში. როდესაც შენ ხარ კრიმინალი, და როდესაც გელოდება კონკრეტული სასამართლო პროცესი, იცი რომ დანაშაული ჩადენილი გაქვს, ბუნებრივია, მარტივია ცადო სასამართლოს დისკრედიტაცია. იმისათვის, რომ შენი დადანაშაულება არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან სხვა გზა არ გაქვს. იგივე ხდება “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში. მათ იციან, რომ არიან კრიმინალები. გვარამიამ ხომ ძალიან კარგად იცოდა რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ძარცვავდა ტელეკომპანიას, რომელიც ჰქონდა რამდენიმე თვეში გადასაცემი, სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამის გამო მისი ტელევიზია იყო აქტიური სასამართლოს წინააღმდეგ. დღეს საუბრობს, რომ სასამართლომ უსამართლო სასჯელი შეუფარდა. იგივე ეხება სააკაშვილს, უგულავას და ა.შ. ისინი არიან კრიმინალები, არც არის სასამართლოს მიერ დადასტურებული” ,- ამბობს კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.