კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში ოზურგეთის ნატანების სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები და საკონტაქტო ქსელი მოიპარეს
როგორც “გურიის მოამბეს” რკინიგზის დეპარტამენტში გვეუბნებიან ადგილი ჰქონდა დვერსიას, გაიძარცვა ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მატარებლის ელექტრგადამცემი ხაზი-საკონტაქტო ქსელი.
რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამაზ ღამბაშიძე აცხადებს, რომ უწყება ზარალის აღმოფხვრაზე მესამე დღეა მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზის ქურდობა 23 თებერველას ადრე დილით სწორედ მაშინ მოხდა როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები თბილისში მთავარი ოპოზიციური პარტიის შტურმისათვის ემზადებოდა.
მომხდარის შედეგად რკინიგზის დეპარტამენტს დაახლოებით ასი ათასი ლარის ზარალი მიადგა.
მატარებლის მიმოსვლა ოზურგეთის მიმართულებით წუხელ აღდგა.
შს-მ გამოძიება , 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.