ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ის ამჯერად ონლაინ ვებინარზე სიტყვით გამოვიდა. “ჩემს დრამატულ ვიზიტს პრემიერმინისტრისგან სასიამოვნო განცხადებები მოჰყვა. უპირველს ყოვლისა, მე უკვე 20 წელია, რაც საქართველოში ვმოგზაურობ, შესაძლოა, ნაკლები – ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი პოლარიზაცია და მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან მოდის, ეს მეტწილად მმართველის პარტიისგან ხდება. იმათ, რაც მე მათ პირადად მითხრეს, შემაძრწუნა. საუბრის ასეთი ენა მე არ გამიგია არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან. ისინი უფრო ბრძენები გამოდიან. როდესაც მთელ ოპოზიციას ეძახი ბოლშევიკებს, ფაშისტებს, დამნაშავეებს… ისინი დემოკრატიის “გაწმენდის” გზას ხედავენ მხოლოდ მათ დაპატიმრებაში. მე ვცდილობდი, ამეხსნა, რომ დასავლეთში ჩვენ ასე არ ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძულს კომუნისტები, ერთმანეთს არ ვაპატიმრებთ. როდესაც მე მათ ვახსენებ, რომ ეს პარტია ასევე არის EPP-ის ოჯახი და ისინი EPP-ს უწოდებენ ფაშისტს, კრიმინალსა, თუ მაფიას, ვინ არის მაფია? მერკელია მაფია? ფონდერლაინია მაფია? მათ ჩემზე ფილმი შექმნეს ბიძინას ტელევიზიაში, რომ მე თითქოს, სააკაშვილისგან ფულს ვიღებ. თუ მათ შეუძლიათ, რომ მე გამიკეთონ ეს, რას გაუკეთებენ ისინი ქართველ ხალხს? ამიტომ, მოკლედ რომ ვთვქათ, ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ. ამიტომ, მე სენატიდან ჩემს მეგობრებთან ერთად [ვამბობ], დიახ, ჩვენ დახმარება პირობითი უნდა გავხადოთ. საქართველო ამ რეგიონში ჩვენი ჯიბიდან იღებს ყველაზე დიდ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან და რისთვის იყენებენ ამას? ოპოზიციის წინააღმდეგ გაზის გასაშვებად? მათ დასაპატიმრებლად? იცით, მე ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, რომელიც იმართებოდა ჩემი ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კოპენჰაგენის კრიტერიუმი წმინდაა ევროკავშირის ყველა დედაქალაქში და მჯერა, რომ ამერიკაშიც. დემოკრატია, სამართლის უზენაესობა – ჩვენ ეს უნდა დავუკავშიროდთ სამართლებრივ რეფორმას და პოლიტიკური კლასისგან სრულიად დამოუკიდებელი გავხადოთ. საქართველოში ასე არაა. იქ ყველა მოსამართლე ქართული ოცნების მიერაა დანიშნული. ერთმა პარტიამ დააპატიმრა მეორე პარტიის ლიდერი. ესაა სამართლის უზენაესობა? არა. ასე რომ, პირობითი დახმარება ერთერთი [ნაბიჯი უნდა იყოს]. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ, უბრალოდ, გვჭირდება ერთი კაცისთვის სანქციების დაკისრება, იმ ერთი კაცისთვის, რომელიც მართავს ყველაფერს. ამის შესახებ გაფრთხილებაც კი… და თქვენ ეს შეგიძლიათ და უნდა გააკეთოთ კიდეც. ამას წარსულში უმოქმედია. შარშან, 8 მარტის შეთანხმებამდეც, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით. ვიცით, რომ ამ კაცის მთელი ფული დასავლეთში და უბრალოდ გააკეთეთ ეს. უთხარით მას პირდაპირ, რომ ვერ გაანადგურებს ამ მშვენიერ ქვეყანას, დემოკრატიის ამ შუქურას, იმიტომ, რომ ის ამას აკეთებს. ის ერთია. პარტიას ამასთან არაფერი ესაქმება. ჩემი ვიზიტის შემდგომი შეფასება ასეთი იქნება: ვადამდელი არჩევნების გარდა, სხვა გზა არ არის. უბრალოდ, არ არის. პოლიტიკური ლანდშაფტის გადატვირთვის დროა, იმიტომ, რომ თქვენ ასევე გყავთ ახალი ხალხი ქუჩაში, ახალი ენერგია, ახალგაზრდები, ბიზნესმენები, ბრწყინვალე ანალიტიკური ინსტიტუტები, ბრწყინვალე ხალხი. ისინი პარტიის წევრებიც კი არ არიან, ივნისში პარლამენტის წინ აპროტესტებდნენ და თქვენ მათ დამნაშავეებს ეძახით, ბატონო ბიძინა? ისინი საუკეთესოები არიან მათგან, ვისაც საქართველოში ვიცნობ. ვისურვებდი, რომ ისინი აქ, ლიტვაში მყოლოდა. მე უამრავი მეგობარი მყავს, რომლებსაც ბიძინას პოლიციამ სცემა და მათ პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებათ.
ამიტომ, ჩვენი დახმარებების ერთ-ერთი პირობა ვადამდელი არჩევნები და გადატვირთვაა. და შემდეგ, ახალი საქართველოთი ჩვენ შეგვეძლება NATO-ს წევრობაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ ანდრიუს კუბილიუსთან და სხვებთან ერთად ჩვენ ყველა საქართველოს ვლობირებთ სხვადასხვა დედაქალაქში. თქვენ ვერ გაყიდით ამ საქართველოს ბელგიაში, ჰააგაში, პარიზსა, თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში. ის უნდა იყოს წმინდა, სრულყოფილი. მემარჯვენეები და მემარცხენეები ერთად უნდა დადიოდნენ. ამიტომ, პოლიტიკური, დემოკრატიული კრიტერიუმი უნრა იყოს ბრწყინვალე. შეგიძლიათ, იმას, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, ბრწყინვალე უწოდოთ? ეს სიმახინჯეა, ამას ვერ გაყიდით. ამიტომ, გადატვირთვა, ახალი არჩევნები, სულ მცირე, გაფრთხილება ან დამიზნებული სანქციები მხოლოდ ერთი პირის წინააღმდეგ [აუცილებელია]. ვინაა ის ერთი? თავად ამბობს, რომ არავინ. უბრალოდ, შეეხეთ და ნახავთ, ვინცაა რეალურად. სულ ესაა და ხალხი დაუბრუნდება მოლაპარაკებებს. [საჭიროა] საარჩევნო კოდექსის ოდნავ შეცვლა, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად საჭიროა არა მარიონეტის დანიშვნა, არამედ იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებთ ლიტვასა და ამერიკაში, რომ ცესკოს ხელმძღვანელი დაინიშნოს ყველა პარტიის მიერ, რომელთა წარმომადგენლებსაც, იმედია, არ დააპატიმრებენ. და ბოლოს, პრობლემა ისაა, რომ თქვენ ამჯერად არ ყოფილხართ თბილისში. თბილისი შეიცვალა და ამას პანდემიაც უწყობს ხელს. ისინი ამას ბედავენ იმიტომ, რომ იციან, დღეს არავინ ჩადის თბილისში, არავის ისმენს თუ ხედავს ამას. ჩადით. მე მოგზაურობისთვის 18 საათი დამჭირდა. უნდა მოუსმინოთ მათ, ვინც ახლა მმართველ პარტიაშია. თუ არა, მოდი, მაშინ მოსმენები დავიწყოთ. შეგიძლიათ, დაპატიჟოთ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან ციხეში, დაე, მათ გითხრან სიმართლე. და როდესაც თბილისს ეწვევით, გთხოვთ, შეხვდით ოპოზიციას.