გურიის რეგიონში მოქმედ ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით განახლდა. საბავშვო ბაღებში განახლებულ სასწავლო პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ დაწესებულებებმა ფუნქციონირება შეფერხების გარეშე გამართული ინფრასტრუქტურით დაიწყეს, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება საკვები პროდუქტებით მომარაგება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო, სველი წერტილები და გათბობა.