ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა:
“რომ არა 120/30 თემის შემოგორება ქოცების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დროს, დღეს საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა მრავალპარტიული(კოალიციური) მგონი ორი აზრი არ არსებობს?! რაა იმაში გასაკვირი გარკვეული სკეფსისი არსებობდეს პლებისციტის იდეაში, მითუმეტეს თუ ამას თვითმმართველობის არჩევნებს მიაბამს ოცნება და საარჩევნო ადმინისტრაცია და კოდექსი რჩება იგივე? მოგებული არჩევნები წაიღეს ნაგლად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში,პირველ ადგილზე გასული გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზე გაიყვანეს, 100%-ით მოგებულ ნიკა მელიას ჯერ მოგება წაართვეს და მერე ესეც არ აკმარეს და დაიჭირეს. რაღაც ისე საუბრობს ზოგიერთები თითქოს და ვიზავი დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულების მატარებელები იყვნენ?! ვითომ ჯერ არ უკადრებათ და ჯერ არ უქნიათ – დამნაშავე უდანაშაულოდ გამოეცხადებინოთ და უდანაშაულო დამნაშავედ?!
P. S პლებისციტის არაა სავალდებულო, იგი საზოგადოების აზრის დატესტვაა და იმ ადამიანების ხროვიდან არც ის გამიკვირდება, ისიც რომ თქვან ამის შესრულებას კანონი არ გვავალდებულებსო
p.p.s და საერთოდ, სანამ ნიკა მელია ციხეშია რაზე ვმსჯელობთ საერთოდ?!”-ასკურავა.