საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით ისაუბრა, “გაუგებარია, რატომ ექცევიან ოპოზიციონერები მაინცდამაინც „იმ გავლენის ქვეშ, რას იტყვის სააკაშვილი“.
„პლებისციტის იდეა ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ოპოზიცია რატომ არ ითხოვს და რატომ ვერ ყალიბდებიან, რა უნდათ არ ვიცი. მათი მოთხოვნები მუდმივად იცვლება, თუ მართლა არის ვიღაც, ვისაც მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ არ რჩებიან ამ აზრზე ბოლომდე და რატომ ექცევიან მაინცდამაინც იმ გავლენის ქვეშ, რას იტყვის სააკაშვილი, ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანი“, – განაცხადა სუბარმა.