სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი ომბუდსმენი ყველაზე აგრესიული პატიმრების მიმართაა, ფარისეველი იყო მაშინაც და ფარისეველია ახლაც, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის შესახებ განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში.
“ამათგან არაფერი არ გაგვიკვირდება. ისიც არ გამიკვირდება, ღარიბაშვილი ჩავიდეს და ასოცირების სხდომის პარალელურად სისხლიანი 9 წლის გამოფენა მოაწყონ. იმედია ჩემ იდეას არ გადაიღებენ და მართლა არ გააკეთებენ ამ სიგიჟეს.
სინამდვილეში ისიც რთულია, რომ ფსიქოანალიზი გაუკეთო ბატონ ვოლსკის და მის გამონათქვამებს. სოზარიც ჩემპიონია აბდა-უბდას ლაპარაკში. სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი ომბუდსმენი ყველაზე აგრესიული პატიმრების მიმართ არის. დავანებოთ თავი იმას პოლიტპატიმარია თუ არა. ესეც სიმპტომია, რომ ადამიანი ფარისეველი იყო მაშინაც და ფარისეველია ახლაც”, – განაცხადა გიგი უგულავამ.