დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს გარდაცვლილი 14 ადამიანიდან ერთ-ერთი 30 წლამდე პაციენტი იყო.
”კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალება ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ფიქსირდება, თუმცა დღეს, სამწუხაროდ ერთი გარდაცვალება გვაქვს ახალგაზრდა ასაკის. პაციენტი იყო 30 წლამდე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების შედეგად, სულ გარდაცვლილია 172 ადამიანი.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა.