გაყიდული მიწები ჩოხატაურში-როგორ მოატყუეს ზემო სურების მოსახლეობა

ზემო სურების 17 თებერვლის კრების ოქმი. მოსახლეობა უარზეა მიწების გასხვისებასა და ჰესის მშენებლობაზე. მათ არ იცოდნენ რომ ეს მიწები უკვე გაჩუქებული ჰქონდა სახელმწიფოს კერძო კომპანიაზე ჰესის მშენებლობისთვის-ინფორმაციას შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” ავრცელებს:

გთავაზობთ საჯარო ინფორმაციას იმის შესახებ რომ ამა წლის 17 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზემო სურებში შედგა სოფლის კრება.
✅ ზემო სურების მოსახლეობას ეკითხებოდნენ: იყვნენ თუ არა თანახმა კომპანია “სუფსა ენერჯისთვის”გადაეცათ 49 წლის ვადით მიწის ნაკვეთები? მითითებული იყო მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდებიც.
✅ გურიის გუბერნიამ ამ საკითხში გარკვევა დაავალა ჩოხატაურის მერიას. მერმა კი სოფლის რწმუნებულს.
✅ ოქმის მიხედვით ირკვევა რომ მოსახლეობამ უარი განაცხადა მიწების გადაცემაზე. ამის გარდა 85 ხელწერით ცალკე უარის წერილიცაა რომელიც ასევე გაეგზავნა გურიის მხარის გუბერნატორს.
❌❌❌ გაუგებარია:
რატომ შეკრიბეს ზემო სურების მოსახლეობა თანხმობა-არ თანხმობისვის? როცა ეს მიწები რომელიც წარმოადგენდა ტყის ფონდს სახელმწიფომ დაარეგისტრირა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და გადასცა 2019 წელს აღნაგობის უფლებით 49 წლით კომპანია ” სუფსა ენერჯის” მდინარე ბარამიძის წყალზე “ბარამიძე ჰესის”მშენებლობისათვის.
P.S. ზემო სურების მოსახლეობა წლებია უარს ამბობს ჰესის მშენებლობაზე. არც ამ მიწების გასხვისების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. მათ ამის შესახებ ჩვენგან გაიგეს-ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share