გომისმთაზე 24 წლის ბიჭი გაიყინა. ორის მდგომარეობა მძიმეა. ამ დღომდე სამაშველო სამსახური მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, შემთხვევის ადგილზე არ მისულა.
როგორც მერის წარმომადგენელი ბოხვაურში, თეიმურაზ ჩავლეშვილი ამბობს, რომლებიც გუშინ გომისმთაზე სანადიროდ წავიდნენ, ბოხვაური ჭალას დასახლებაში ცხოვრობენ.
“მწირი ინფორმაცია გვაქვს, ოთხი ბიჭი წასულა გუშინ სანადიროდ გომის მთაზე. ქარბუქი და თოვლი მოწევიათ. და ერთერთმა, რომელიც შედარებით უკეთაა,შეძლო სამაშველოსში დარეკვა. როგორც ვიცი გარდაცვლილია ერთი ბიჭი, ორი არის მძიმედ. ამ ეტაპზე რაც ჩემთვისაა ცნობილი, წინ მიდის მძიმე ტექნიკა, კალავს გზას, და მიყვებიან მაშველები. ესაა სულ ამ ეტაპზე რაც ვიცით”- ამბობს მერის წარმომადგენელი.