ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან “ევროპული საქართველოს”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, ასევე “გირჩისა” და “გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათ მოლოდინი აქვთ, რომ საუბარი შეეხება იმ 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტისას შედგა.
ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს გუშინ ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.