“მე მხარს ვუჭერ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ 6 პუნქტიან გეგმას, ასევე მიმაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება ეროვნული შერიგება და საყოველთაო ამნისტია – ამნისტია პირველ რიგში სჭირდებათ ოცნების წევრებს, იმიტომ, რომ ახლა ყველაზე მეტად მათ ქვეშ არის მორყეული მიწა”.- საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტვ პირველთან.
“მე მხარს ვუჭერ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ 6 პუნქტიან გეგმას, ასევე მიმაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება ეროვნული შერიგება და საყოველთაო ამნისტია – ამნისტია პირველ რიგში სჭირდებათ ოცნების წევრებს, იმიტომ, რომ ახლა ყველაზე მეტად მათ ქვეშ არის მორყეული მიწა.
ამის პარალელურად ივანიშვილი აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსებთან და რუსები თხოვენ შემდეგ პუნქტებს.
ივანიშვილის აზრით ჩანაწერებმა გამოჟონა, რუსებიც ამას ეუბნებიან ძალოვანი სტრუქტურებიდან, რომ:
დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს.
მოითხოვენ ექვსთა ფორმატში შესვლას – ეს არის აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ირანი, თურქეთი და საქართველო, ჯერ-ჯერობით არ არის აქ შესული.
მოხდეს ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, ისე, როგორც რუსეთს ესმის. ესე იგი ტელევიზიების დახურვას და ბუნებრივია ეს ნიშნავს: არც ნიკა მელია გამოუშვან, არც სხვა პოლიტპატიმრები და არც მე არ უნდა შემიშვან ქვეყანაში.
შეწყდეს ლაზიკის პორტის მშენებლობა, იგივე ანაკლიის პორტის და რა თქმა უნდა, გაიყინოს თანამშრომლობა ნატოსთან.
“ოცნებისთვის” ყველაზე სწორი გადასვლა არის, რომ წამოვიდნენ ევროპელების 6 პუნქტიან გეგმაზე, მისცენ საშუალება ყველას ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, ერთად გადავლახოთ კოვიდის უმძიმესი მემკვიდრეობა და ყველა ერთად წავიდეთ წინ – ჩვენ არასდროს არ ვიქნებით ივანიშვილის დღევანდელ გუნდის წევრებთან ახლო მეგობრები, მაგრამ ერთ საზოგადოებაში, პარალელურ ქუჩებზე, სამეზობლოში უნდა შეგვეძლოს ცხოვრება.
ჩემს საქართველოს, ჩვენს საქართველოს, ჩვენ არავის არ დავუთმობთ მის მომავალს!”-საუბრობს სააკაშვილი.