ქუთაისში, რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას გურულებიც შეუერთდნენ.
გურიიდან საპროტესტო აქციაზე, 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
ეს ინფორმაცია”გურიის მოამბეს” ბუნებისდამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო”- ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირმა გორდელაძემ მიაწოდა.
გურულები, სრულად იზიარებენ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს და მათთან ერთად, აპირებენ ბრძოლას, საბოლოო გამარჯვებამდე.
(ფოტოების ავტორი მერაბ სალუქვაძე)