“ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,რომ უახლოეს მომავალ პერიოდში გავიკეთო აცრა”

ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში,  სადაც მას ჰკითხეს, რატომ არ აიცრა ჯანდაცვის მინისტრი საჯაროდ ასტრაზენეკას ვაქცინით და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ინფორმაციას ვაქცინის სანდოობაზე განაცხადა, რომ “არა, ეს ნამდვილად არ არის მიზეზი იმის, რატომაც არ გავიკეთე საჯაროდ ვაქცინა, თუმცა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს მომავალ პერიოდში გავიკეთო აცრა.

თუმცა, საინტერესოა, მაშინ როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ან ნებისმიერმა საჯარო პირმა, ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრა, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა”.-განაცხადა ტიკარაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share