საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსზე “მე და კონსტიტუცია” , მეორე ადგილზე,ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელები გავიდნენ და საჩუქრად პლანშეტებს მიიღებენ.
გამარჯვება სამმა მოსწავლემ- საბა მახარაძემ, ლაშა მეფარიშვილმა და დავით გიორგაძემ მოიპოვა.
აღნიშნული კონკურსი ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია • Democracy Lab-ის მიერ ჩატარდა.