„აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკებები, ეს არის გზა წარსულსა და ჭაობისკენ“, – ასე ეხმაურება „ლელო საქართველოს„ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგ შეხვედრას, რომელიც შეთანხმების გარეშე დარულდა.
როგორც ხაზარაძე ამბობს, გუშინდელი შეხვედრა ქვეყნის დასავლურ კურსს აზიანებს.
„აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკებები. ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც აზიანებს ქვეყანას და მის დასავლურ კურსს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს! ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ!“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. დღეს კი კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.
პოლიტიკური შერიგება ვერ მოხერხდა – ურთიერთბრალდებები და მედიატორ დანიელსონის დაბრუნება ბრიუსელში