საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ „ფაიზერის“ ფაქცინა საქართველოში ხვალ, 24 მარტს შემოვა.
მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ცენტრში განთავსდება და შემდეგ განაწილდება.
„მოხდება პირველ ლოკაციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება, ხოლო შემდეგ გადანაწილდება უკვე ყველა იმ ცენტრში, სადაც გაგრძელდება “ფაიზერით” პირების ვაქცინირება. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელიც გუშინ იქნა საბჭოს მიერ გამოცხადებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.