წულუკიანი: როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ, მე ყველა მისამძიმრებს

“როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: “შენ ესენი პატიმრები არ გეგონოს, ესენი [კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები] უფრო რთული ხალხია”. ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს. მეუბნებიან: “შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ”. ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში.”- თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share