დღემდე ჩვენამდე მოსულ მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს ეროზიითა და კლიმატური ცვლილებებით განადგურების რისკები ემუქრება. ამის გარდა, არიან სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს უქმნიან.
მაგალითად — ომი. 2013 წელს, სირიაში ალეპოს დიდი მეჩეთი სამოქალაქო ომის დროს განადგურდა. ნაგებობა 1090 წლიდან არსებობდა და შეუფასებელი ისტორიული და რელიგიური ღირებულება ჰქონდა.
განადგურების საფრთხის ქვეშ, ისტორიული ადგილების გარდა, ცხოველთა და მცენარეთა ის სახეობებიც არიან, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ გარემოში ცოცხლობენ.
ეს 25 ადგილი სხვადასხვა საშიშროების წინ დგას და თუ მოგზაური ხართ, მათი არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი მათგანი მაინც უნდა მოინახულოთ.