ხმაურიანი სახალხო პროტესტის შემდეგ “ქართული ოცნება” ისევ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირდება. პრემიერმინისტრის არაადეკვატური განცხადებისა და ოპოზიციაზე მორიგი თავდასხმის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები კრემლიდან მადლობას იღებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, პირადად პუტინის პრესმდივანმა, სახალხო გამოსვლების დაგმობისთვის შეაქო. თუმცა “ქართული ოცნებისთვის” ეს უტიფრობის პიკი არ ყოფილა. მმართველი პარტიის ლიდერებმა კიდევ უფრო არაადეკვატური შედარება დაუშვეს, როდესაც, პოზნერის ვიზიტის პარალელურად, საქართველოში ლიეტუველი მედიატორის ჟიგიმანტას პავილიონისის გამოსვლა გაიხსენეს.