რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვენ ჰესის“ მშენებლობა გრძელდება, სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავეს. მიზეზი საპროტესტო აქცია და დაპირისპირება გახდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა. კერძოდ, 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი დანაშაული.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დღეს ისევ შეიკრიბნენ და ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. დღეს დაპირისპირება მოხდა “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანიის – „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძესთან.
დღესვე, უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეიზღუდა. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.