ბებია რომ გარდაიცვალა დედამ გადაიბარა საქალებო საქმეები და ცდილობდა ყველაფერი ოჯახის ტრადიციის და ბებიას საკადრისად, შესაფერისად ეკეთებია. კუპატი გამოსდიოდა განსაკუთრებულად კარგი. იმდენად კარგი ბაბუა ხშირად ეტყოდა “ნათელო მამა, ნამეტანი კაი ნახელავია, არ ეწყინება ქალს, მგონია უკეთესათ გამოგიდის..” ბაღის კეთება რომ დავიწყე ბევრი სტუმარი მყავდა, შინაური, შინაურის შინაური, სტუმრების სტუმრები და ასე.. ვცდილობდი ყველასთვის განსაკუთრებულად მემასპინძლა და დედას ხშირად ვთხოვდი გამოეგზავნა კუპატები. პარასკევობით ატანდა კეფალოს ავტობუსს ოზურგეთიდან, მუყაოს ყუთით. დავღალე ქალი.. აღარც შექება სიამოვნებდა ბოლოს. ერთხელაც ავტოსადურში მორიგი გზავნილი რომ გადმომცეს მუყაოს ყუთზე, გარედან უბრალო ფანქრით დედას მინაწერი ვიცანი. “რა პირი ჭამს და რა კუჭი ინელებს ამდენ კუპატს ნენა?! ”
“რა პირი ჭამს და რა კუჭი ინელებს ამდენ კუპატს ნენა?! “
Gardenia shevardnadze