IRI-ის კვლევის იაღლიშები
იაღლიში – I
აბა ვინ იტყვის ქვეყანაში რამდენი პროცენტია ათეისტი ან სხვა რელიგიის მიმდევარი, ანუ არამართლმადიდებელი? IRI გვეუბნება მხოლოდ 11%-ია ასეთიო, რადგან ყველა დარარჩენს მოსწონს პატრიარქტი.
იაღლიში – II
კვლევის “დამწერებმა” ან თუნდაც რესპოდენტებმა იციან პატრიარქს მოსწონს თუ არა გახარიას “მეორე” ადგილი, პოლიტიკოსებში კი პირველი? არ ეცოდინებათ, რადგან პატრიარქს და საპატრიარქოს არც გახარია მოსწონს. ისე ეს ფაქტი იმ 89%-ის უმეტესობისთვის ცნობილია და ავტორებს კიდევ ეტყობათ ცუდი პოლიტიკური მეხსიერება აქვთ.
იაღლიში – III
რა მეთოდოლოგიის მიხედვით შეიძლება პატრიარქი და პოლიტიოკოსები ერთი კითხვარის პასუხში მოხვდნენ? და თუ ადამიანებს შორისაა ასარჩევი და საქართველოს მოსახლეობას პატრიარქიდან უსუფაშვილამდე ერთი რიგითი ქართველი არ გაახსენდება, რომელიც ყველა პოლიტიკოსს გადაფარავს. მაშ რა პრინციპით გავკვივივართ ლამის ყოველ მეორეზე რომ მთაწმინდაზე ეკუთვნის ადგილი? მაგრამ ეტყობა ეს არ იყო და არც არის ამოცანა. ვიმეორებ – სრული აბსურდია პოლიტიკოსების თუნდაც გავლენიანი ადამიანების რეიტინგებში პირველი პატრიარქი იყოს. ეს პირველ რიგში მისი შეურაცხყოფაა, როგორც პერსონის ისევე ინსტიტუციის, რომელსაც ის უდგას სათავეში. ან როგორ შეიძლება რომელიმე გონიერმა ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგში, ვთქვათ, მეორე ადგილი ჯარს, მესამე პოლიციას მიაკუთვნოს და პირველი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს ხომ სოციოლოგიის უმთავრესი პრინციპის – გაარკვიო რელობა – აბსურდად ქცევაა და ამ ვითარებას ვაკვირდებით უკვე 25 წელზე მეტია.
იაღლიში III
IRI – გამოკითხული მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას – 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% – წინააღმდეგია.
ანუ ნახეთ რა ხდება? ვინც რიგგარეშე არცევნების მომხრეა – 45% ის ავტომატურად მომხრეა ბოიკოტის, რადგან ამ პროოცესამდე მისასვლელ გზად ოპოზიციის მიერ სწორედ პოიკოტია განსაღვრული. ანუ აბსურდის თეატრია ხო? თუ ადამიანები უნდა შევიდნენ პარლამენტშიო მიიჩნევს 60%, 45 რიგორ მიიჩვენს, რომ ვადამდელი არჩევნებია საჭირო? ანუ IRI პირდაპირ გევუნება, რომ საქართველოს მოსახლეობა დებილია და ლოგიკური აზროვნების უნარი არ გააჩნია.
იაღლიში IV
IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, 27% – “ქართული ოცნებას”, ხოლო 26% – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ასახელებს
და აქ მეორე ნიუსს მოვიტან – “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს”, გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი – „სტრატეგია აღმაშენებელი“.
გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა:„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია „ლელოს“ მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.
ლოგიკა დაინახეთ?
მოკლედ ასეა საქმე… ქართული სოციოლოგია მუხლებზე წერას დაემსგავსა და IRI თუ NDI საკუთარი და “ველიოშნიკების” “ვნებების” ტყვეობაში არიან. ვნებების, რომელიც თვლანათლივ მეტყველებს, რომ თუნდაც ელემეტარული კითხვების მომზადებისას ისინი ზოგჯერ მეტად ფამილარულები, ზოგჯერ კი აშკარად მხარედ ჩანან – ვითარცა მამლის ბოლო ქარიან ამინდში.
P.S. ზემოთ კითხვა დავსვი ქვეყანაში ამდენი პროცენტია ათეისტი ან სხვა რელიგიის მიმდევარი, ანუ არამართლმადიდებელი – შეკრიბეთ მუსლიმები, კათოლიკები, პოტესტანტები, ანგლიკანები, გრიგორიანელები, სხვა რელიგიის მიდევრები, დაუმატეთ ათეისტები და სულ მცირე მათი რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 35%-ია. მაგრამ ეტყობა IRI და NDI-ის კვლევების ველის ჩამტარებელი კომპანიები გამოკითხვებს ან საპატრიარქოს კარებთან ან მართლმადიდებელ ტაძრებთან ატარებენ. 🙂 დაანებეთ მუხლებზე წერას თავი – დაანებეთ.
-წერს ექსპერტი გოჩა მირცხულავა.